LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 რჩევა, როგორ უნდა გადაიღოთ გასაყიდი ავტომობილი

31

საავტომობილო გამოცემების ექსპერტებმა ავტომფლობელების დახმარება გადაწყვიტეს. მათ, ვისაც ავტომობილის გაყიდვა სურთ, გავრცელებული შეცდომების გათვალისწინებით, რვა რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ.

თქვენი მიზანია მყიდველის ყურადღება მიიქციოთ – ამბობენ ექსპერტები. თავარი რეკომენდაცია კი ფოტოს გადაღებისთვის შესაფერისი დროის შერჩევაა, ამასთან, მხოლოდ ერთი ფოტო სულაც არ არის საკმარისი.

ფოტოები გადაიღეთ სხვადასხვა რაკურსით, რომ გაყიდვის შანსი უფრო მაღალი იყოს. დაიწყეთ საცდელი გადაღებით, რომ კომპოზიცია და ყველა ის კომპონენტი შეისწავლოთ, რაც ფოტოზე აუცილებლად უნდა იყოს.

ავტომობილს პოზირება არ შეუძლია, ამიტომ თქვენ მოატრიალეთ ბორბლები, მიაქციეთ ყურადღება ჩრდილებს, რომ ძარის ფორმა სხვანაირად არ გამოჩნდეს. ასევე, სპეციალისტები გვირჩევენ არასაჭირო უკანა ფონი გამოვრიცხოთ, რადგან ფოტოსესიის მთავარი გმირი ავტომობილია. სხვა დანარჩენი ობიექტების ადგილი აქ არ არის. და ბოლოს, სალონის გადაღებისას არ ღირს პროფესიონალებს მიბაძოთ, რომლებსაც ხარისხიანი ფოტოს გადასაღებად კარგი ბიუჯეტი აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები