LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წესი მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებს

52
getty-628512262-200013342000928045-360179

ჩვენ შესაძლებლობების საუკუნეში ვცხოვრობთ და ბიზნესის დაწყება ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. თუმცა, მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის გათვალისწინება, რათა თქვენი საქმე წარმატებული იყოს და მინიმუმ რამდენიმე წელს გაუძლოს.

1. მთელი გულით უნდა გინდოდეს!
თუკი ესა თუ ის იდეა მხოლოდ ფულის კეთებას უკავშირდება, ახლავე დაივიწყეთ. ფული შესაძლოა საუკეთესო მოტივატორი იყოს, თუმცა ბიზნესმენობის მძიმე პერიოდების გადატანაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ.

2. რაღაც მარტივი… 
დიდი იდეები კი არ იბადება, არამედ გააზრებულად ყალიბდება. ცუკერბერგს ერთ დღესაც არ გაუღვიძია და არ უთქვამს, რომ „სოციალური ქსელი უნდა გავაკეთო“-ო. ჩვენი დროის ყველა დიდი ბიზნესი რაღაც მარტივით დაიწყო და ნელ-ნელა განვითარდა.

3. იცნობდე მომხმარებელს
თავიდანვე უნდა იცოდე ერთი ჯგუფი მაინც, ვისაც შენი პროდუქტი ძალიან სჭირდება. კარგად მუშაობას სქემა, როდესაც ბიზნესმენები საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად მოქმედებენ.

4. იცნობდე ბაზარს
წარმატების მიღწევა გაგიჭირდება, თუკი ბაზარს კარგად არ იცნობ. ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა მუშაობას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

5. სცადე, მოკლა
პოზიტიური მხარეების დანახვა ძალიან მარტივია, მაგრამ შენი საქმეა ნეგატიური მხარეების დანახვა. იდეის ყველა ნაკლის აღმოჩენა და შემდეგ სათითაოდ განადგურება.

6. იცოდე შენი ფინანსები
ბევრი მეწარმე ფიქრობს, რომ მთავარია დაიწყოს და ფული ნელ-ნელა მოვა, რაც ძალიან არასწორი მიდგომაა. ზუსტად უნდა გათვალოთ რამდენი გაქვთ, მზად ხართ თუ არა კრიზისისთვის და ყველა იმ პრობლემისთვის რომელიც გზაზე შეგხვდებათ.

7. არ აიღო ფული უცნობებისგან
თითქოს მნიშვნელობა არ აქვს თუ საიდან მოდის ფული, მთავარია მოვიდეს. არადა უმჯობესია, ის მხოლოდ სანდო და გამოცდილი ინვესტორისგან აიღოთ, რათა სამომავლოდ თქვენი ბიზნესი საფრთხეში არ ჩააგდოთ.

8. არ გჭირდება ინვესტორი, თუკი გამოუვალი სიტუაცია არაა
თუკი არ გინდა რომ ბოსი გყავდეს, მოერიდე ინვესტორებს, რადგან ისინი შესაძლოა ყველაზე მკაცრ ბოსსზე უარესები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები