LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

816 ცხენის ძალიანი Cadillac Escalade „დამუხტული“ Camaro-ს წინააღმდეგ (ვიდეო)

65

დატიუნინგებულმა ყველგანმავალმა Cadillac Escalade-მ, რომლის სიმძლავრეც 816 ცხენის ძალაა, თავისი ძალები „დამუხტულ“ Chevrolet Camaro ZL1-ს შეადარა. რგოლი, სადაც სადრაგო რბოლაა ასახული, YouTube-ზე, ტიუნინგ ატელიე Hennessey Performance-ის ოფიციალურ არხზეა გამოქვეყნებული.

გარბენში მონაწილეობა Hennessey Performance-ის ხაზში არსებულმა ყველაზე მძლავრმა Escalade-მ მიიღო. ნულიდან 96 კილომეტრ/საათს ასეთი ყველგანმავალი 3,7 წამში ავითარებს.

რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს, Camaro-ს ZL1 მოდიფიკაცია 6,2 ლიტრის მოცულობის V8 კომპრესორული ძრავით არის დაკომპლექტებული, რომელიც 650 ცხენის ძალას ავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები