LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

85 წლის ქალი 160 კმ/სთ სიჩქარეზე დაიჭირეს

58

ლო და ჰარონას დეპარტამენტის ჟანდარმებმა სოფლის ერთ-ერთ გზაზე Renault Twingo გააჩერეს, რომელიც 160 კმ/საათით გადაადგილდებოდა. ავტომობილს 85 წლის ქალბატონი მართავდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეჩქარებოდა. ინფორმაციას გაზეთი La Depeche du Midi ავრცელებს.

ავტომობილის შესახებ, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა, ჟანდარმერიაში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებმა განაცხადეს. Renault-მ შუქნიშნის ყველა ამკრძალავი სიგნალისა და „სტოპ“ ნიშნების იგნორირება მოახდინა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ასაკოვანი ქალბატონი ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში არაერთხელ გადაუციათ სიჩქარის გადაჭარბების გამო. ამიტომ, ჯარიმის გარდა, მას მართვის მოწმობაც ჩამოართვეს და სასამართლოში გამოიძახეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები