LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

87 წლის რუმინელი უხუცესი აბიტურიენტი გახდა: „ადამიანი გაუნათლებელი არ უნდა მოკვდეს“

107
ქირიას NEWS შაბლონი (5)

რუმინეთში 87 წლის ვიორელ პინტილესკუ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი აბიტურიენტი გახდა. ის პირველი კანდიდატი იყო, რომელმაც განაცხადი „იონ იონესკუ დე ლა ბრადის“ სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტში (USV) შეიტანა და ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას გეგმავს.

ყოფილი სამხედრო, რომელმაც არმიაში 35 წელი იმსახურა, ამბობს, რომ უმაღლესი განათლების მიღება მთელი ცხოვრება სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა მხოლოდ ახლა მიეცა.

„ადამიანი გაუნათლებელი არ უნდა მოკვდეს,“ – ამბობს 87 წლის აბიტურიენტი, რომლის ისტორიამ რუმინეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ვიორელ პინტილესკუს მეცნიერებისადმი ინტერესი განსაკუთრებით ბიოლოგიას უკავშირდება. მისი თქმით, ასაკი სწავლისთვის დაბრკოლება არ არის და უნივერსიტეტში ჩაბარება საკუთარი ოცნების ასრულებად მიაჩნია.

უნივერსიტეტშიც აღნიშნავენ, რომ ასეთი მაგალითი ცხადყოფს, სწავლისთვის გვიანი არასდროსაა და განათლების მიღება ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები