LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულშია: France Football-მა ქართველი აღიარა

115
maxresdefault

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია, ინფორმაციას თავად ამ ჯილდოს გადამცემი France Football ავრცელებს.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველი სერია ა-ს ნამდვილი სიურპრიზი გახდა. ნეაპოლელებმა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ იყიდეს, ახლახან დასრულებულ სეზონში კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ხვიჩამ სხვა არაერთი აღიარებაც მიიღო, მაგრამ „ოქროს ბურთის“ ათეულში ყოფნა მაინც განსაკუთრებული მოვლენაა.

ცხადია, თავად ჯილდოს მიღების შანსი ძალიან მცირეა, რადგან „ოქროს ბურთისთვის“ იბრძვიან მსოფლიო ჩემპიონი ლიონელ მესი (ალბათ მოიგებს კიდეც), ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და სხვები, მაგრამ ასეთ კამპანიაში ქართველის ყოფნა უკვე დიდი ამბავი და წარმატებაა.

ნომინანტებს 6 სექტემბერს გამოაცხადებენ.
დაჯილდოების ცერემონია პარიზში, 30 ოქტომბერს გაიმართება.

„ოქროს ბურთი“ (ფრანგულად Ballon d’Or) დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა, დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები