LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90 წლის ავტომობილი, რომელმაც 50 წელი უმოძრაოდ გაატარა

43

აშშ-ში, ილიონისის შტატის ერთ-ერთ ფერმაში იშვიათი ავტომობილი აღმოაჩინეს – ორკარიანი, 1927 წლის Marmon Model L. კოლექციონერები და Marmon-ის მფლობელთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს მოდელის ბოლო შემორჩენილი ეგზემპლარია.

ნაპოვნი ავტომობილი ავტოფარეხში 50 წლის განმავლობაში იდგა. წინათ ის კენტ ჩერპესკს ეკუთვნოდა, მარკის თაყვანისმცემელს. მის კოლექციაში ასევე მოიძებნება Marmon 34, რომელმაც სახელი შეძლებულ კლიენტებში მოიხვეჭა.

Model L დაწყებითი დონის მოდელად მიიჩნეოდა, თუმცა Ford Model T-ზე ოთხჯერ ძვირი ღირდა. ავტომობილი რვა ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და 24 ცხენის ძალას ავითარებდა.

გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, Marmon Motor Car Co ისეთი ბრენდების კონკურენტი იყო, როგორებიც არიან: Cadillac, Pierce-Arrow და Packard. ავტომობილი ათას დოლარზე ნაკლები ღირდა. დიდი დეპრესიის“ დროს კი გაყიდვები შესამჩნევად შემცირდა.

ბრენდის შემდეგი მოდელი Marmon Sixteen 1931 წელს გამოვიდა. ის 8 ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და 203 ცხენის ძალას ავითარებდა.

საავტომობილო ისტორიაში Marmon შევიდა როგორც პირველი კომპანია, რომელმაც უკანა ხედვის სარკის დაყენება და ავტომობილის კონსტრუქციაში ალუმინის გამოყება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები