LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატი დაცული იქნება

24

ევრო 2016-ზე მაქსიმალური უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი.

ჩვენ არც კი განგვიხილავს ევრო 2016-ის გადადების ან გაუქმების საკითხი. პირიქით, მოვლენაზე, რომელზეც 7 მილიონამდე ადამიანს ველოდებით, რომლის მატჩებსაც 2.5 მილიონი მაყურებელი დაესწრება, უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა.

ოლანდმა აღნიშნა ისიც, რომ ევრო 2016 იქნება პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ანტიდოტი, სიძულვილისა და შიშის წინააღმდეგ.

ჩემპიონატის დროს მობილიზებული იქნება უმაღლესი დონის უსაფრთხოების სამსახურები და ყველა მატჩი მაქსიმალურად გაკონტროლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები