LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიქოვანი-დოლიძის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტი დაიგება

14

მერიის ინფორმაციით, ჩიქოვანისა და დოლიძის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე მცხოვრებ მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს – აღნიშნულ საგზაო მონაკვეთსა და მიმდებარე ჩიხებში საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის საფარიან გზას აწყობს.

დღეს სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო. ბექა მიქაუტაძე მოადგილესთან ერთად, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ობიექტზე მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიიღო.

”აღსანიშნავია, რომ დოლიძისა და ჩიქოვანის დამაკავშირებელ გზაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ ურთულესი პროექტი განახორციელა და აქ სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც მთის ფერდობიდან ჩამომავალი წყლების უსაფრთხოდ გატარებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს ობიექტზე კომპანია „ჯეუგრუპი“ ახორციელებს. ასფალტის საფარი აქ 3 780მ2-მდე ფართობზე დაიგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები