ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი უჰაერო დისკებისა და საბურავების შესახებ. თითქმის ყველა წამყვანი კომპანია ცდილობს მომხმარებლებს უახლესი ტიპის დისკები და საბურავები შესთავაზოს.
რამდენიმე ხნის წინ, კომპანია Michelin-მა მოაწყო უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული საბურავების პრეზენტაცია და დადებითი შეფასებებიც მიიღო, დღეს კი სოც-ქსელში ვრცელდება პოპულარული ბრენდის Hankook-ის მიერ დამზადებული ვიდეო, სადაც საუბარია მომავლის საბურავებზე.
კრიტიკოსების აზრით, თუ Hankook-ი მსგავსი საბურავების დამზადებასა და წარმოებას დაიწყებს, საავტომობილო სამყარო ბევრი პრობლემისგან განთავისუფლდება…