LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების ხუთი ტიპი, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებენ

25

ურთიერთობების ცნობილ ექსპერტს სამანტა დენიელსს თუ დავუჯერებთ, სუსტი სქესის წარმოადგენლებს მამაკაცები სხვადასხვა კატეგორიებად ყოფენ, ზოგთან სიამოვნებით ატარებენ დროს, ზოგთან კი, პირიქით – ურთიერთობას ერიდებიან. გთავაზობთ ქალბატონების ხუთ ტიპს, რომლებიც მამაკაცებს ძალიან აღიზიანებთ.

  1. ქალი, რომელიც სულ დიეტაზეა

მართალია, მამაკაცები უპირატესობას მოხდენილ ქალებატონებს ანიჭებენ, მაგრამ ისინი ძალიან ღიზიანდებიან, როცა ქალი მუდმივად ზღუდავს საკუთარ თავს საკვების მიღებაში, მაცივარში უცნაურ პროდუქტს ინახავს და ზედმეტად ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზს.

zh1

  1. ქალი, რომელიც სულ სამსახურშია

საეჭვოა, რომ მამაკაცს ის ქალი მოეწონოს, ვინც სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე საყვარელ ადამიანთან. იმ შემთხვევაში კი, თუ ის საკუთარ საქმეზე შეყვარებული კარიერისტია, მაშინ მთელი ცხოვრება ასეთად დარჩება.

zh3

  1. ქალი, რომელიც სულ ცუდ ხასიათზეა

მუდმივად ცუდ ხასიათზე მყოფი ადამიანები არავის არ უყვარს, რადგან ძალიან რთულია იყო იმ ადამიანის გვერდით, ვინც სულ უკმაყოფილოა. ნეგატიური ემოციებით ცხოვრებას მამაკაცი მხოლოდ რამდენიმე დღე უძლებს, მერე კი, იმის ძებნას იწყებს, ვინც მის გახალისებას შეძლებს.

zh4

  1. ქალი, რომელიც მამაკაცს სულ ჭკუას არიგებს

არცერთ მამაკაცს არ უყვარს, როცა ქალი გამუდმებით მიუთითებს, ჭკუას არიგებს და ასწავლის როგორ იცხოვროს. ნებისმიერ ურთიერთობაში მამაკაცი ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს და საშინლად ღიზიანდება, როცა სუსტი სქესის წარმომადგენელი ცდილობს იყოს მასზე ძლიერი.

zh5

  1. ქალი, რომელსაც არ უყვარს, მამაკაცის მშობლები და მეგობრები

როგორც არ უნდა შევხედოთ, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში დედა შეუცვლელი ქალია, მეგობრები კი, უახლოესი ადამიანები. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენია მიიღოს მამაკაცმა ქალი, რომელიც არ სცემს პატივს მის საყვარელ ადამიანებს.  

av3hv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები