2035 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოძრავი ყველა ახალი საქალაქო ავტობუსი ნულოვანი გამონაბოლქვით უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მავნე გამონაბოლქვის სრული ოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ გარემომ მთლიანად შთანთქას და ჰაერი არ დაბინძურდეს.
კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, 2030 წლისთვის ავტობუსების გამონაბოლქვი 90%-ით უნდა შემცირდეს, ხოლო 2035 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად „მწვანე“ უნდა გახდეს.
ამასთან, რაც შეეხება ქალაქებს შორის მოძრავ ავტობუსებს და სატვირთოებს, მათ მოეთხოვებათ რომ 2040 წლისთვის გამონაბოლქვი 40%-ით შეამცირონ.
კანონი ძალაში უახლეს მომავალში შევა.