LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც არველაძემ გააკეთა… (ვიდეო)

13

სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა bleacherreport.com-მა ბოლო წლებში სპორტის სამყაროში მომხდარი ყველაზე კეთილშობილი 10 საქციელი ჩამოთვალა და ამ ათეულში შოთა არველაძის გადაწყვეტილებაც მოხვდა.
შოთა არველაძის “ფეა პლეიმ” ამ სიაში მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში, როცა შოთა “ქასიმფაშას” წვრთნიდა, გუნდის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა რაიან დონკმა გოლი გაიტანა “ქონიას” კარში.
პრობლემა ის იყო, რომ იმ მომენტში მეტოქის ფეხბურთელი ტრავმირებული იწვა მოედანზე და დონკმა თამაში არ გააჩერა.
“არ ვიცით, თავს დამნაშავედ გრძნობდა თუ უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანია, შოთა არველაძემ მოსთხოვა გუნდს, მეტოქისთვის გოლის გატანაში ხელი არ შეეშალათ.
მართალია, ამის გამო გუნდმა წააგო, მალე შოთა არველაძე გადადგა კიდაც, მაგრამ ეს ისეთი საქციელი იყო, რომელსაც დედამიწის ზურგზე მწვრთნელების 99% ვერც გაიფიქრებდა”, – წერს საიტი.

 

https://www.youtube.com/watch?v=qY5f_u19f6o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები