იტალიურ გრანდებს სულმა წაძლიათ, ისინი მომდევნო სეზონისთვის აქედანვე ემზადებიან.
„მილანმა“ 2016/17 წლების სეზონისთვის ახალი საშინაო ფორმა აჩვენა.
ახალი ეკიპირება კომპანია „ადიდასმა“ შეიმუშავა. მილანელებმა მომავალ სეზონამდე ვერ მოითმინეს და ახალი მაისურებით სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩში „რომასთან“ გამოვიდნენ (1:3).
ისტორიულ მეტოქეს არც „იუვენტუსი“ ჩამორჩა. „ბებერმა ქალბატონმა“ ახალი საშინაო ფორმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.
ტრადიცული შავ-თეთრი ხაზები უფრო ფართო გახდა. შორტები და გეტრები შავი ფერისაა.
სწორედ ამ ახალი ფორმით ითამაშა „იუვემ“ ჩემპიონატის ბოლო მატჩი „სამპდორიასთან“ (5:0).
აღსანიშნავია, რომ აწ უკვე დასრულებული სეზონი „იუვენტუსისთვის“ ბოლო იყო „ნაიკის“ ფორმით. ტურინელთა ახალი პარტნიორი „ადიდასია“. ტურინული კლუბი 6-წლიანი თანამშრომლობით დაახლოებით 140 მილიონ ევროს მიიღებს.