LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ის ავარიამ ესპანეთის გრან-პრი ფერსტაპენს მოაგებინა (ვიდეო)

16

Mercedes-ის გუნდის პილოტების ნიკო როსბერგისა და ლუის ჰემილტონის ავარიამ, რომელიც ესპანეთის გრან-პრის მეხუთე წრეზე მოხდა, რედბულის გუნდის მრბოლელს, მაქს ფერსტაპენს გამარჯვება მოუტანა და ამ შედეგით, 18 წლის ჰოლანდიელი Formula 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგზარდა გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად გერმანელი მრბოლელი სებასტიან ფეტელი ითვლებოდა, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება 2008 წელს შეძლო. იმ წელს მრბოლელი ”ტორო როსოს”-ს გუნდის რიგებში ირიცხებოდა და სულ რაღაც 21 წლის გახლდათ.

 

https://www.youtube.com/watch?v=VuF3D4SKAAI

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები