LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თასების უიქენდი: ფავორიტებმა თასები დაირიგეს (ვიდეო)

20

შაბათ-კვირას ევროპის წამყვან ქვეყნებში თასის ფინალური მატჩები გაიმართა.
ესპანეთმა, იტალიამ, ინგლისმა, გერმანიამ, საფრანგეთმა წლევანდელი გამარჯვებულები გამოავლინეს. თუმცა გასაოცარი არც არაფერი მომხდარა. ყველა ფავორიტმა მეტ-ნაკლები სირთულით, მაგრამ მაინც მიაღწია მიზანს.
„ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და ბუნებრივია თავისთან პსჟ უფრო ძლიერები და იღბლიანები აღმოჩნდნენ და მორიგი ტიტულით გაიმდიდრეს კოლექცია.
ბარსელონა-სევილია 2:0 დ. დ.
გოლები: 1:0 ალბა (97), 2:0 ნეიმარი (122)
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (120. ს. რობერტო) – რაკიტიჩი (46. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, ლ. სუარესი (57. რაფინია), ნეიმარი
სევილია: ს. რიკო – მარიანო (80. კონოპლიანკა), კარიშო, რამი, ესკუდერო – კრიხოვიაკი, იბორა – კოკე, ბანეგა, ვიტოლო – გამეირო
გაძევება: მასკერანო (36), ბანეგა (92), კარიშო (121)

“ბარსელონამ” ესპანეთში ოქროს დუბლი შეასრულა – ჩემპიონობას თასი დაუმატა.
“ბარსელონა” ესპანეთის თასის მფლობელი 28-ედ გახდა და საკუთარივე მიღწევა გააუმჯობესა.
ანდრეს ინიესტა დაეწია კარლეს პუიოლს “ბარსელონას” მაისურით გამართული ოფიციალური მატჩებით – 593. წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია – ჩავი – 767 მატჩი.
სამეფო თასი 23-ჯერ აქვს მოგებული “ბილბაოს”, 19-ჯერ – “რეალს”, 10-ჯერ – “ატლეტიკოს”. გუშინ დამარცხებულმა “სევილიამ” თასი ხუთჯერ მოიგო.

 

https://www.youtube.com/watch?v=w3bhsmlR1o8

მილანი-იუვენტუსი 0:1 დ. დ.
გოლები: 0:1 მორატა (110)

“იუვენტუსმა” თასი მე-11-ედ მოიგო, “რომას” 9 მოგება აქვს, “ინტერს” – 7.

 

https://www.youtube.com/watch?v=oUCoftiRakA

 


ბაიერნი-დორტმუნდი 0:0 4:3 პენ.

მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის თასი მე-18-ედ მოიგო და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. სხვა არც ერთ გუნდს არ მოუგია გერმანიის თასი 6-ზე მეტჯერ.
ეს იყო უკანასკნელი მატჩი ხოსეპ გვარდიოლასთვის მიუნხენის “ბაიერნში” და ის გუნდს ტიტულით დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ წლეულს “ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონობაც მოიგო.

 

https://www.youtube.com/watch?v=01itwuxZ4sw


კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2 დ. დ.
გოლები: 1:0 პანჩონი (78), 1:1 მატა (81), 1:2 ლინგარდი (110)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი ტიტული მოიგო ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით. “კრისტალ პალასის” თავკაცმა ალან პარდიუმ კარიერაში მესამედ წააგო ინგლისის თასის ფინალში
“მანჩესტერმა” ასოციაციის თასი მე-12-ედ მოიგო.
ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): “ასოციაციის თასის მოგება დიდი მიღწევაა, კლუბისთვის, ფანებისთვისა და ჩემთვის. ახლა უკვე ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს მოგებული თასი, ეს კი რაღაცას ნიშნავს. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი წარმატებით. ბოლოს ათი კაცით ვითამაშეთ და მაინც დავიმსახურეთ გამარჯვება. ლინგარდმა დიდებული გოლი გაიტანა, არ მეთანხმებით”?

 

https://www.youtube.com/watch?v=9fCi9tUx9gk

მარსელი-პსჟ 2:4
გოლები: 0:1 მატუიდი (3), 1:1 ტოვენი (12), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (47-პენ), 1:3 კავანი (57), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (82), 2:4 ბატშუაი (87)

 

https://www.youtube.com/watch?v=GjF582cvmtk

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები