საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის დროს დრონების საწინააღმდეგო პროგრამა შეიმუშავეს.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მთელი რიგი ზომები მიიღო, რათა საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოს და ევრო-2016-ზე დრონების გამოყენება თავიდან აიცილოს.
სტადიონებზე, სადაც მატჩები გაიმართება და მონაწილე გუნდების საწვრთნელ ბაზებზე საჰაერო სივრცე დაიხურება.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა უკვე ივარჯიშეს განეიტრალების სპეციალურ პროგრამაზე, რათა წინ აღუდგნენ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხეს.