საქართველოში მძღოლთა უფლებების დარღვევამ სისტემატიური ხასითი მიიღო.ბოლო პერიოდში მთელ ქვეყანას მოედო მძღოლთა გაფიცვები. პერიოდულად იფიცებიან მიკროავტობუსების, ავტობუსების თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლები. ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გახდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორი. ჩვენ ერთობლივად ვიწყებთა აქტიურ კვლევას და საკითხის შესწავლას მძღოლთა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. ისმის რამოდენიმე კითხვა: რატომ ირღვევა მძღოლთა უფლებები საქართველოში? რა არის ძირითადი მიზეზები? აფორმებენ თუ არა ხელშეკრულებებს დამქირავებლებთან? იციან თუ არა ამ ხელშეკრულების შინაარსი? და საერთოდ იცავს თუ არა ვინმე მათ უფლებებს ? კითხვები შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ამიტომაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ შემდეგი აქტივობების განხორციელება:
1. კვლევის ჩატარება ფოკუს-ჯგუფებში. სამიზნე ჯგუფებია: ტაქსები, მიკროავტობუსები, ავტობუსები, მეტროს (მატარებლის) მემანქანეები
2.კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციების განხილვა სამუშაო ჯგუფებში
3. მძღოლთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა
4.მძღოლთა ინფორმირებულობის გაზრდა მათივე უფლებების შესახებ
5. რეკომენდაციების მომზადება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული კომპანიებისთვის წარდგენა/განხილვა, მათი შემდგომი დანერგვის მიზნით.
„ ჩვენთვის მთავარი შედეგი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მძღოლთა შრომითი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დოკუმენტის შექმნა იქნება. ფრიდრიხ ებერტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში კომპანიებთან, ექსპერტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უბრალოდ დაინტერესებულ პირებთან ერთად ვაპირებთ ვორქშოპების გამართვას და დასკვნით ეტაპზე კონფერენციის ჩატარებას. სადაც გავეცნობით ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციას და იმ სტრატეგიასაც შევიმუშავებთ, რომლითაც მძღოლი უფრო დაცული იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ კომპანიების ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე რადიკალურ წინააღმდეგობას არ წავაწყდებით და ყველა შესაძლო ცვლილებას ერთად გავატარებთ მძღოლთა უფლებების დაცვის მიზნით. თუმცა ვიცით, რომ არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც აიძულებენ მძღოლებს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით ისარგებლონ, ან მუდმივად უზრდიან მოსაკრებელს და ამით აიძულებენ იმუშავონ 12 საათიც კი შეუსვენებლად.სწორედ ეს არის მძღოლის უფლების დარღვევა და ზუსტად ასეთ ქმედებებს მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. რა თქმა უნდა ასეთ დამქირავებლებთან უფრო რადიკალური მიდგომა გვექნება. პროფკავშირები მძღოლების უფლებებს ხმაურიანი აქციებით იცავენ, ჩვენი მიზანი კი ყველა იმ მომენტის გაანალიზება და წამოწევაა, რომელიც ხდება მძღოლთა გაფიცვების მიზეზი. გვინდა სიღრმისეულად გავაანალიზოთ ეს პრობლემები და წარვუდგინოთ შესაბამის უწყებებს მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. აქვე დავამატებდი, რომ ეს არის სფერო, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის შედეგად გვინდა მივიღოთ წყნარი და დამშვიდებული ადამიანი საჭესთან და არაგაღიზიანებული და ანერვიულებული, თუნდაც იმის შიშით რომ სამსახურს დაკარგავს, რადგან ეს შემდგომში ჩვენს საგზაო უსაფრთხოებაზე ძალიან ცუდადა ისახება. ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობა ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საბოლოო მიზნის მიღწევისთვის, რაც ჩვენთვის ევროპული ფასეულობების დანერგვას ნიშნავს“- აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.