ხოსეპ გვარდიოლას ”მანჩესტერ სიტი” მიუნხენის ”ბაიერნს” შეხვდება.
პეპის პირველი მატჩი ახალი კლუბის მწვრთნელის რანგში მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გაიმართება. ”ბაიერნისა” და ”მანჩესტერ სიტის” ამხანაგური შეხვედრა 20 ივლისს ”ალიანს არენაზე” დაგეგმა.
”თამაში ”ბაიერნის” წინააღმდეგ მშვენიერი შესაძლებლობაა, ხოლო მატჩი ჩვენ თავკაცს პეპ გვარდიოლას უფრო გაახარებს, რომელიც თავის ყოფილ გუნდს შეხვდება. ”ბაიერნი” იქნება შესანიშნავი მეტოქე ახალი სეზონის წინამოსამზადებელ პერიოდში”, – წერია ”სიტის” ოფიციალურ საიტზე.
ამხანაგურ მატჩზე ბილეთის ფასი 15 ევროდან იწყება. გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში 2013/14 და 2014/15 წლების სეზონებზე შეხვედრიან.