LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისი მწვრთნელით უკმაყოფილოა: რა ელის ჰოჯსონს

33

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია უკმაყოფილოა ნაკრების თავკაცი როი ჰოჯსონის მოქმედებებით. როგორც Daily Express იუწყება, უკმაყოფილობის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ მწვრთნელმა სერიოზული როტაცია განახორციელა სლოვაკეთთან ჯგუფური ეტაპის თამაშის წინ. შეხვედრა ფრედ დამთავრდა, რის გამოც ინგლისი ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავიდა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
ადრე ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა გააფრთხილა, რომ ჰოჯსონი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა პოსტს, თუკი ინგლისი ნახევარფინალში გავიდოდა.
მერვედფინალში წარმატების შემთხვევაში ინგლისის მასპინძელ საფრანგეთზე გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები