LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

18

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩასა და მეგობრობის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში დაგეგმილია სხვა პროექტების განხორციელებაც.

მესხიშვილის ქუჩაზე ამ დროისთვის ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ბორდიურები.

პარალელურად მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიის კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება საცხოვრებელ შენობების მიმდებარედ, სადაც პროექტის მიხედვით, ტროტუარები და გაზონები, დეკორატიული ღობე და სარწყავი სისტემა მოეწყობა, განთავსდება სკამები და ურნები, განახლდება მწვანე საფარი და განათების სისტემა.

სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება.