LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ეშინიათ მამაკაცებს ლამაზი ქალების?

63

ლამაზი ქალი ყოველთვის საერთო აღფრთოვანების და თაყვანისცემის,  მამაკაცებისთვის სურვილის და სხვა ქალების შურის ობიექტია. თუმცა, ჩვენს გარშემო საკმაოდ ბევრი ლამაზი და წარმატებული, მაგრამ მარტოდ დარჩენილი ქალია. საინტერესოა, რატომ? – როგორც აღმოჩნდა, ასეთ ქალბატონებს მხოლოდ იმიტომ არ უმართლებთ პირად ცხოვრებაში, რომ მამაკაცებს მათთან ურთიერთობის ეშინიათ. რა თქმა უნდა, არსებობენ უკომპლექსო და თამამი მამაკაცები, ვისაც თავისუფლად შეუძლია ურთიერთობა ლამაზ ქალებთან, მაგრამ სტატისტიკით, ის ქალები, ვისაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, საბოლოოდ მაინც მარტო რჩება.

არსებობს მოსაზრება, თითქოს მამაკაცს ეშინიათ ლამაზ ქალზე ქორწინება, მას მხოლოდ საყვარლის როლს ანიჭებეს, ცოლად კი, ნაკლებად ლამაზ და მორიდებულ ქალს ირთავს?

უარის მიღების შიში

უარის მიღების შემთხვევაში ნებისმიერი თავმოყვარე მამაკაცი შეურაცხყოფილია. ის ფიქრობს: “შეუძლებელია, ასეთი ლამაზი ქალი იყოს მარტო” და უარყოფის შიშით უპირატესობას ყოველთვის ნაკლებად სიმპათიურს ანიჭებს. გარდა ამისა, მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ლამაზმანებს ყოველთვის თაყვანისმცემლთა არმია ჰყავთ და ვეროსდროს მოიპოვებენ ლიდერის პოზიციას მათ შორის.

სხვა მამაკაცებთან კონკურენცია

მამაკაცები ეჭვიანები არიან, ამიტომ, მასაც კი, ვინც დროზე ადრე არ დაფრთხა და ცხოვრება ლამაზ ქალს დაუკავშირა, აშინებს ფიქრი პარტნიორის “მდიდარ წარსულზე” და კონკურენტების მთელ ლეგიონზე. მაშინაც კი, თუ ქალმა მას სიმპათიით უპასუხა, მამაკაცი არასდროს უყურებს ამ ურთიერთობას სერიოზულად, რათა თავიდან აიცილოს კონკურენცია ათობით რეალურ და თავისივე გამოგონილ კავალერთან.

ფინანსური მოთხოვნები

მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ ლამაზი ქალი ყოველთვის ძლიერი სქესის ყურადღებითაა განებივრებული და მასთან ურთიერთობისთვის მაღალი მოთხოვნების, პირველ რიგში კი, ფინანსური მოთხოვნების – მრავალრიცხოვანი შოპინგების და სეზონური კუროტების უზრუნველყოფაა საჭირო.  

ლამაზი ქალი – ცუდი დიასახლისია

მამაკაცი იმ ქალზე ოცნებობს, ვინც მთელ თავის დროს სახლს და ოჯახს დაუთმობს. ლამაზმანი კი, გავრცელებული სტერეოტიპებით საკუთარ თავზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე ოჯახზე. გარდა ამისა, მამაკაცების აზრით, ლამაზ ქალს არ შეუძლია გაუძღვეს ოჯახს, არ იცის სადილის მომზადება, სახლის დალაგება და სხვა ელემენტარული წვრილმანები.  

მიტოვების შიში

მრავალი ისტორია არსებობს, როცა ლამაზი ქალი ჯერ სარგებლობს მამაკის სიყვარულით, მერე კი, ბევრად უფრო “სარფიან ვარიანტს” ირჩევს. მიტოვების შიში ყველა მამაკაცშია და სწორედ ამიტომ ერიდებიან ისინი ლამაზ ქალებთან ურთიერთობას.   

სხვათაშორის, ფსიქოლოგიური გამოკითხვებით დადგინდა, რომ მამაკაცებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ქალის გარეგნობა. მათი აზრით, ქალის სილამაზე მის ქალურობაში, სექსუალურობაში და სინაზეში, გაგების და კომპრომისზე წასვლის უნარშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები