LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატერალური ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელისიდაყვი)

292
ლატერალური ეპიკონდილიტი

ლატერალური ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი) მყესების ანთებაა, რომლებიც უზრუნველყოფს მტევნის გაშლას ხელის გულიდან ხელის ზურგის მიმართულებით. როგორც წესი, ეფექტურია ყინულის დადება, მოსვენება, ანალგეზიური საშუალებების მიღება და ვარჯიშები. ლატერალური ეპიკონდილიტის მიზეზი ზოგჯერ ჩოგბურთის თამაშის დროს უკან წაღებული ხელით განმეორებითი დარტყმების განხორციელებაა. შეიძლება იყოს მხრისა და წინამხრის კუნთების სისუსტე, ზედმეტად დაჭიმული ან საჭიროზე მოკლე ჩოგნით თამაში, ჩოგნის პერიფერიული ნაწილის დარტყმა ბურთზე და მძიმე, სველი ბურთით თამაში.

ტკივილი შეიძლება ვრცელდებოდეს იდაყვის ირგვლივი არიდან წინამხრის შუა ნაწილამდე. იდაყვის გარეთა ნაწილზე ყინული თავსდება, უნდა შეწყდეს ტკივილის გამომწვევი ვარჯიშები. ტკივილის შემცირების შემდეგ უნდა დაიწყოს იდაყვისა და მაჯის მოქნილობისა და გამაძლიერებელი ვარჯიშები. სასარგებლოა ჩოგბურთის იდაყვის ფიქსატორის გამოყენება (რამდენიმე კვირით). იგივე ითქმის ბურთის სროლაზე ბეისბოლის თამაშის დროს, ასევე შუბის სროლაზე.

საწყისი მკურნალობა მოიცავს ისეთი აქტივობების შეზღუდვას, რომლებიც მაჯის ხელისგულის მიმართულებით მოხრისას ტკივილს იწვევს. მტკივნეულ უბანზე ყინულის მოთავსება და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ტკივილს ამცირებს. ამის შემდეგ იწყება ვარჯიშის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მაჯისა და მხრის კუნთების გაძლიერებას. ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები