LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა მილიარდს უმიზნებს: სარეკორდო შემოსავალი უკვე არის

41

”ბარსელონამ” 2015/16 წლების სეზონში კლუბისთვის სარეკორდო 679 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მოგებამ გადასახადების გადახდის შემდეგ 29 მილიონი შეადგინა.

დირექტორთა საბჭოს შეხვედრის ანგარიშით გაირკვა, რომ ნაშოვნი 679 მილიონი პროგნოზით ნავარაუდევზე 46 მილიონით მეტია.

”ბარსამ” უკვე გამოაქვეყნა კლუბის განვითარების გეგმა: 2021 წელს შემოსავალმა 1 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს.

2014/15 წლების სეზონზე ”ბლაუგრინას” შემოსავალი 608 მილიონი ევრო იყო, მოგება – 15 მილიონი.

გასულ წელს კატალონიელებმა მოიგეს უეფას სუპერთასი, ქვეყნის ჩემპიონატი და თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები