LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენთის გადიდება

172
ელენთის გადიდება

ელენთის გადიდება დაავადება არ არის. ის, მრავალ პათოლოგიას შეუძლია გამოიწვიოს. მათ შორის არის ინფექციები, ანემიები და ავთვისებიანი სიმსივნეები; სიმპტომები უფრო ხშირად ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ან წელის არეში; ელენთის გადიდების დროს მასში დიდი რაოდენობით სისხლის უჯრედები და თრომბოციტები კავდება. დიდი რაოდენობით წითელი უჯრედებისა და თრომბოციტების დაგროვებამ შესაძლოა დატვირთოს ელენთა და მისი ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. გადიდებულ ორგანოს ზოგჯერ მიწოდებული სისხლი აღარ ჰყოფნის. თუ მისი ნაწილები არასაკმარისად მარაგდება სისხლით, ისინი ზიანდება და იღუპება ან სისხლდენა ვითარდება.

გადიდებული ელენთა კუჭთან ახლოს არის და ხანდახან მას აწვება კიდეც, რაც სისავსის შეგრძნებას იწვევს მსუბუქად წახემსების შემდეგ ან მის გარეშეც. ზოგჯერ აღინიშნება მუცლის ან წელის ტკივილი ელენთის მიდამოში, ტკივილი შეიძლება მარცხენა მხარში გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორგანოს ნაწილების სისხლით მომარაგება დარღვეულია და ქსოვილები კვდომას იწყებს. სეთ დროს, შესაძლებელია ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია გახდეს საჭირო იმისი განსაზღვრისთვის, რამდენად არის ორგანო ზომაში მომატებული, აწვება თუ არა ის სხვა რომელიმე ორგანოს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ასახავს სისხლის დინებას ელენთაში.

თუ შესაძლებელია, ექიმები ელენთის გადიდების გამომწვევ დაავადებას მკურნალობენ. ზოგჯერ საჭიროა ამ ორგანოს ამოკვეთა, რაც თავის მხრივ გართულებებს იწვევს, მათ შორის ინფექციების რისკის გაზრდას. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს ოპერაცია მაინც გამართლებულია, მაგალითად მაშინ, თუ: ელენთა სისხლის წითელ უჯრედებს ისე სწრაფად შლის, რომ მძიმე ანემია ვითარდება; ელენთა სისხლის თეთრი უჯრედების ისეთ ნაკლებობას იწვევს, რომ ინფექციის რისკი იზრდება; ელენთის მიერ თრომბოციტების რიცხვის შემცირების გამო სისხლდენის საშიშროებაა მომატებული; ელენთა იმდენადაა გადიდებული, რომ ტკივილს იწვევს ან სხვა ორგანოებს აწვება; ელენთა იმდენადაა გადიდებული, რომ მის ზოგიერთ უბანში სისხლდენა ვითარდება ან ქსოვილები კვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები