LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ოქტომბერს ნიუ იორკში თბილისობის დღესასწაულს ლაშა რამიშვილი გაუძღვება: „ოქტომბერში დიდი ამბები გვაქვს…“

285
ვანო გოდერძიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში აშშ-დან ქორეოგრაფმა, მომღერალმა, კულტურის ცენტრ „ფესვების“ დამფუძნებელმა ვანო გოდერძიშვილმა ისაუბრა, რომელიც აშშ-ში ოქტომბერში, თბილისობის კონცერტს უწევს ორგანიზებას.

„ოქტომბერში დიდი ამბები გვაქვს, როგორც ყოველ წელს, 2007 წლიდან. კულტურის ცენტრ „ფესვების“ ორგანიზებით, მე და ჩემი მეუღლე, ყოველ წელს ვაკეთებთ თბილისობის დღესასწაულს, წელსაც 6 ოქტომბერს ჩატარდება. ნიუ იორკში, და არა მხოლოდ აქ, უამრავი ქართველია მიმოფანტული. თბილისობაზე მონაწილეობს ყველა, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს აშშ-ში. ეს არის ყველაზე მასშტაბური ქართული ღონისძიება აშშ-ში. ეს იქნება სიურპრიზი, ამ წელს ჩემი დიდი სურვილია, რომ თბილისობის წამყვანი იყოს ყველაზე პოპულარული და მაგარი წამყვანი, ლაშა რამიშვილი. დიდი სიამოვნებით გეპატიჟებით, ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაწბილებთ და გვესტუმრეთ. ღონისძიება ღია ცის ქვეშ იმართება, მონაწილეობენ რესტორნები, რომლებიც იქვე ამზადებენ ქართულ კერძებს, მხატვრები და ასევე იმართება კონცერტი… საქართველოდან მოვიწვიეთ ანსამბლ ,,ლომისის” ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი თამუნა მელიქიშვილი, რომელიც აქაური სტუდიის ბავშვებისთვის მასტერკლასებს გამართავს…“, აღნიშნავს ვანო გოდერძიშვილი „არ დაიდარდოსთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები