LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდულმა ევროპა ხორვატებთან ფრით დაამთავრა (ვიდეო)

40

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ხორვატიასთან მატჩით დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩვენი ჯგუფის ლიდერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდა.

ეს შეხვედრა ხორვატებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ქულები დაკარგეს.

შეხვედრა, რომელიც ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა, გიორგი პაპუნაშვილის ულამაზესი გოლით გაიხსნა. მეტოქემ ტაიმის მიწურულს შეძლო გათანაბრება, რასაც ნიკა კაჭარავამ მეორე ტაიმში უპასუხა. ანგარიში 2:1 დიდხანს არ შენარჩუნებულა – სტუმრებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს.
საქართველო U21 – ხორვატია U21 2-2

ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, უბილავა (21’ თევზაძე), ტაბიძე (77’ მარგველაშვილი), ცინცაძე, გვილია (69’ გოროზია), პაპუნაშვილი, კაჭარავა, კიტეიშვილი, ცნობილაძე, ხარაიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: 42’ ცნობილაძე, 60’ როგი, 63’ ცინცაძე, 65’ ჩალეტა-კარი, 71’ გოროზია

გოლები: 1-0 პაპუნაშვილი (1), 1-1 პერიცა (43), 2-1 კაჭარავა (50), 2-2 პერიცა (61)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები