”მანჩესტერმა” წლიური 608 მილიონი ევროს შემოსავალზე აცნობა.
”იუნაიტედი” გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც 600 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.
”მანჩესტერმა” ფინანსური წლის შედგები წარადგინა (30 ივნისს დასრულდა). გასულ წელს კლუბმა ინგლისური ფეხბურთისთვის სარეკორდო 608 მილიონი გამოიმუშავა. ამაზე მეტი შარშანდელ ფინანსურ წელს მხოლოდ ”ბარსელონამ” იშოვა (დაახლოებით 668 მლნ ევრო). ერთი წლით ადრე ”მანჩესტერის” შემოსავლებმა 466 მილიონი შეადგინა. ერთ წელიწადში მანკუნიანელთა ხეირი 30 პროცენტით გაიზარდა.