LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

24

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საფრანგეთში ამხანაგური შეხვედრა გამართა და მასპინძელთა ძლიერ გუნდთან დიდი ანგარიშით წააგო – 1:5.

ბუნებრივია, მატჩი ფრანგი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა.
ანგარიში მე-19 წუთზე ჟან-კევინ ოგიუსტინმა გახსნა.
უკვე 5 წუთში, 24-ე წუთზე კორენტენ ტოლისომ ფრანგების უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი ასევე დამთავრდა.

მეორე ნახევარიც ფრანგების უპირატესობით წარიმართა. მე-60 წუთზე სებასტიან ალემ პენალტი ზუსტად შეასრულა და 3:0.

69-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

74-ე წუთზე მუსა დემბელემ ანგარიში 4:1 გახადა.

საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ბენჟამინ პავარმა დააფიქსირა.

საქართველო: კუპატაძე, ჩარბაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურია, ზარანდია, ბერიძე, თევზაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ მამუჩაშვილი, საღრიშვილი, ზარია და ჩაჩუა.

 

x480-Tyf

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები