ყველამ იცის, რომ ავტომობილის ემბლემა დიზაინერების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ყველა ემბლემას თავისი მნიშვნელობა და ისტორია აქვს.
Alfa Romeo
მთავარ ელემენტებს ემბლემის შემქმნელები მილანის ჰერცოგების – ვისკონტების საგვარეულო გერბს დაესესხნენ. წითელი ჯვარი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის აღმნიშვნელია, რომელშიც გვარის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ, დრაკონი კი, ლეგენდის თანახმად სწორედ ვისკონტის გვარის წარმოამდგენელმა მოკლა მეხუთე საუკუნეში.
BMW
პირველი ემბლემა 1917 წელს გამოჩნდა და მბრუნავ პროპელერს აღნიშნავდა. 1920 წელს პროპელერისგან მხოლოდ წრე დარჩა, რომელიც ოთხ მეოთხედად დაიყო და ტრადიციულ ბავარიულ ფერებში – შავსა და ლურჯ ფერებში შეიღება.
Citroen
ინჟინერმა ანდრე სიტროენმა კარიერა ქარხანაში დაიწყო გადაცემათა კოლოფის მწარმოებლად, კბილანებს კოლოფში კი, სამკუთხედის ფორმა ჰქონდათ. სწორედ ამ სიმბოლომ დაამშვენა კომპანიის ემბლემა და მას შემდეგ არც შეცვლილა.
Ferrari
ყალყზე შემდგარი ცხენის გამოსახულება პირველად იტალიელი ასსის ფრანჩესკო ბარაკას გამანადგურებელზე გამოჩნდა. მფრინავი 1918 წელს დაიღუპა, მისმა დედამ კი, სიმბოლოს გამოყენება ენცო ფერარის შესთავაზა. ყვითელი კი – მოდენას ფერია, ქალაქის სადაც ავტომობილის მწარმოებელი ქარხანა მდებარეობს.
Nissan
თავიდან ემბლემას წითელი წრე ამშვენებდა და ამომავალი მზის სიმბოლოდ ითვლებოდა, მართკუთხედი კი, ლურჯი იყო და ცას აღნიშნავდა, მოგვიანებით ემბლემა ერთი ფერის გახდა, რაც მწარმოებელი კომპანიის განცხადებით ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ დევიზს: ”გულწრფელობას წარმატება მოაქვს”.
Mitsubishi
სამი ალმასი კომპანიის დამაარსებლის იატარო ივასაკის საგვარეულო გერბიდანაა ნასეხები. სწორედ აქედანაა მისი სახელიც: ”მიცუ” – სამს ნიშნავს, ”ბისი” კი – ალმასს. ძვირფასი ქვები პატიოსნების, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის და ხალხთა შორის ურთიერთგაგების აღმნიშვნელია.
Mercedes-Benz
ფირმა 1926 წელს შეიქმნა კარლ ბენცისა და დაიმლერ გოტლიბის კომპანიების შერწყმით. დაიმლერის ვარსკვლავი ერთგვარი მინიშნებაა უპირატესობაზე სამ სტიქიაში – მიწაზე, წყალში და ჰაერში. 1937 წელს ვარსკვლავი წრეში ჩასვეს (მანამდე წრის ფუნქციას დაფნის გვირგვინი ასრულებდა).
Opel
წრეში მოქცეული ელვა 1930-იან წლების ლეგენდარული სატვირთოს Opel Blitz Typ 3,6-ის სიმბოლოა (Blitz – გერმანულად ელვას ნიშნავს). მანამდე ფირმას ბევრად უფრო მარტივი ემბლემა – ლურჯი ოვალი ჰქონდა წარწერით Opel.
Peugeot
ლომი კომპანიის პროდუქციის სიძლიერეს აღნიშნავს. ცხოველთა მეფესთანაა დაკავშირებული მონუმენტი ბელფორეშიც, რომლის შემოგარენშიც მდებარეობს Peugeot-ის ქარხნები. ლომის მონუმენტი ქალაქს ოგიუსტ ბარტოლდიმ (აშშ-ში თავისუფლების ქანდაკების ავტორმა) აჩუქა, 1871 წელს გერმანელების უშედეგო თავდასხმის სიმბოლოდ.
Porsche
საავტომობილო ფირმა შტუდგარდში მდებარეობს, სწორედ ამიტომ ემბლემის ცენტრში ქალაქის ღერბია მოქცეული (სხვათაშორის შტუდგარდი ცხენების ძველი სადგომის ადგილას აშენდა). რქები და ზოლები კი, ვიურტემბერგის საჰერცოგოს – შტუდგარდის ყოფილი ადმისნისტრაციული ცენტრის ღერბიდანაა ნასესხები.
Renault
კომპანიას 32 წელი არ ჰქონდა საკუთარი ლოგოტიპი. 1922 წელს მარტივი ნიშანი – წრეზე დატანილი წარწერა Renault გამოჩნდა, რომელიც ორ წელიწადში რომბით შეიცვალა.
Rover
ფარის მსგავსი ემბლემა თავიდან ველოსიპედის ჩარჩოზე გამოჩნდა, რომელმაც 1904 წელს კომპანიის პირველ ავტომობილზე გადაინაცვლა, გემი კი – ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაა ინგლისელების უძველესი წინაპრების – ვიკინგების მიმართ.
Subaru
ლეგენდის თანახმად ემბლემის ვარსკვლავები ძველბერძენი ტიტანის -ატლასის ვარსკვლავად ქცეული ქალიშვილების სიმბოლოა.
Toyota
სამი ელიფსი კომპონიის ლოგოზე 1989 წელს გამოჩნდა. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფიგურები ასო ”T”-ს ქმნიან, დიდი ელიფსი კი, ფირმის დევიზის: ”შეცნობა შექნმაშია” აღნიშნავს.
Volkswagen
თავიდან ემბლემაზე ვოლფსბურგის ციხე-სიმაგრის ღერბი იყო აღნიშნული, რომელის სამეზობლოდაც მდებარეობდა Volkswagen-ის ქარხანა. მოგვიანებით ემბლემა გამარტივდა და მასზე წრეში ჩასმული ასო ”W” გამოჩნდა.
Volvo
ავტოქარხნის წინამორბედი Volvo Jakob-ის ავტომობილებს ოდნავ განსხვავებული ემბლემა – ისრიან წრეზე დიაგონალური ზოლი ჰქონდა (ასტროლოგიაში პლანეტა მარსის და მამაკაცური საწყისის სიმბოლო). 1975 წელს სიმბოლო გამარტივდა და მასზე მხოლოდ წრე და წარწერა დარჩა.