LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს ელიტ რაუნდამდე ქულა აშორებს

51

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა უეფას ფუტსალის თასის ძირითად ეტაპზე (Main round) მორიგ წარმატებას მიაღწია.

12 ოქტომბერს თსუ-ს გუნდმა მაკედონიაში გამართულ შეხვედრაში 10:0 სძლია მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონს „ჟელეზჩინარს“ და მომდევნო ეტაპზე (Elite round) გადასასვლელად რეალური შანსი მიიღო.

პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონთან „არაზნახიჩევანთან” წაგების მიუხედავად, თსუ-ს ფუტსალის გუნდი 14 ოქტომბრის შეხვედრაზე კოსოვოს „ფენიქსთან“ ერთი ქულის აღების შემთხვევაშიც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება და ელიტ რაუნდში იასპარეზებს.

თსუ გათამაშებაში პირველი (preliminary) რაუნდიდან ჩაერთო, რომელიც ფინეთში 16-21 აგვისტოს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 32 გუნდი გადანაწილებული იყო 8 ჯგუფში. თსუ ფუტსალის გუნდმა ქვეჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

 

Untled-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები