LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Seat-მა Leon-ის ოჯახი განაახლა

45

კომპანია Seat-მა განახლებული ჰეთჩბექები წარმოადგინა – კუპე და უნივერსალური Leon-ი. მოდელები 2017 წლის პირველ ნახევარში გამოვა. სიახლეებიდან აღსანიშნავია შეცვლილი დიზაინი, ახალი პარამეტრები და გაძლიერებული აგრეგატები.

Leon-ში შეიცვალა ოპტიკა, ბამპერები, რადიატორის სისტემა, რომელიც 40 მმ-ით დაპატარავდა. ასევე განათების სისტემა და ფარები.

გარდა ამისა, შეკვეთისას შესაძლებელი გახდება ვერსიის Xcellence-ის შეკვეთა, რომელიც სტანდარტული ვერსიისგან ქრომირებული რადიატორის გისოსებით განსხვავდება.

ინტერიერში დამატებულია 8 ინჩიანი მულტიმედიური დისფლეი, ასევე გაჯეტების დასატენი უკაბელო მოწყობილობა და ზოგიერთი ღილაკი სენსორული ღილაკებით იქნა შეცვლილი.

ძრავა განსაზღვრულია 1.6 ლიტრიანი დიზელის გამწევით, რომელიც 115 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.  Leon ST-ის შეკვეთა ასევე შესაძლებელია 150 ცხენის ძალის სიმძლავრითა და 7 სიჩქარიანი რობოტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები