ტოტალური ელექტროფიკაციის ფონზე საავტომობილო კომპანიები ბოლო პერიოდში იძულებული არიან უარი თქვან ძალიან პოპულარულ და ხშირად ნამდვილად საკულტო მოდელებზე. გარდა ამისა, გამკაცრებული ეკოლოგიური ნორმები მწარმოებლებს მძლავრი შიდა წვის ძრავის მოშორებისკენ უბიძგებს.
თავისი პროდუქტიდან მაქსიმუმის მიღების სურვილით, ბრენდები გამოსამშვიდობებელ გამოცემებს უშვებენ.
ჩვენს გალერეაში ამ წლის მაგალითებია თავმოყრილი: ეს ქმნილებები ცნობილი ბრიტანული, ამერიკული და იტალიური ფირმების მიერაა დამზადებული.





