LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fisker-ის დასასრული: კომპანია გაკოტრდა

135
Fisker-ის დასასრული კომპანია გაკოტრდა

ამერიკული საავტომობილო კომპანია Fisker გაკოტრდა. ჰენრიკ ფისკერმა, რომელიც არის კიდეც Fisker-ის დამაარსებელი, დელავერის შტატის სასამართლოს, კომპანიის ბანკროტად აღიარების თხოვნით მიმართა. დანიელი დიზაინერისთვის ეს პირველი წარუმატებლობა არ არის: 2013 წელს ჩაიძირა მისი Fisker Automotive, რომელიც შემდეგ ჩინელმა ინვესტორებმა გადაარჩინეს. ამჯერად კი Fisker-ის ელექტროქარების დრო მოვიდა, ბრენდის რომელიც ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოდელით, კროსოვერი Ocean-თი იყო წარმოდგენილი.

ავსტრიაში ელექტრო კროსოვერების წარმოება შეჩერებულია, თანამშრომელთა შტატის ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, თავად ფისკერს კი სახლის გაყიდვა უწევს.

ის რომ ბრენდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი: Magna Steyr-მა მოდელი Ocean-ის გამოშვება შეწყვიტა, რადგან fisker დაგროვილ დავალიანებას ვეღარ ფარავდა. კომპანიამ მხოლოდ 2023 წლის ბოლოს 463 მილიონი დოლარი იზარალა, თუმცა იმედებს ბოლო წუთამდე არ კარგავდნენ და ინვესტორებს ეძებდნენ.

როგორც ჩანს, მაშველი ვერ ნახეს და აღიარეს, რომ საბოლოოდ გაკოტრდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები