“სელფის გმირები” მუდმივად გვანებივრებენ საკუთარი კერძების, ქოლგიანი კოქტეილების და ნაკლებად შთამბეჭდავი პრესის ფოტოებით. ნუ დაემსგავსებით მათ და ისწავლეთ სხვის შეცდომებზე! საკუთარი თავით ტკბობა, სელფი ცნობილ ადამიანებთან ერთად, საკუთარი ცხოვრების დეტალური ანგარიში, ფოტო სპორტული დარბაზიდან, უკბილო ხუმრობა და სხვა შეცდომები, რომლებსაც მამაკაცები ხშირად უშვებენ სოციალურ ქსელში.
* საკუთარი თავით ტკბობა
საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებით ზედმეტად გატაცებულები, ხშირად სულელურად და კომიკურად გამოიყურებიან. ნარცისიზმი არასდროს ყოფილა იმ თვისებებს შორის, რომლებიც ქალს ხიბლავდა მამაკაცში.
* საკვები კადრში
გასტრონომებს, რომლებმაც საკვებით შექმნეს ფინანსური იმპერიები, შეუძლიათ ასახონ ფოტოზე საკუთარი შედევრები, თქვენ კი, რა გაქვთ სათქმელი?! მდიდრულად გაშლილ სუფრასთან, ხელში დანა და ჩანგალი უნდა გეჭიროთ და არა სმარტფონი. სხვა შემთხვევაში სმარტფონი უფრო “smart”-ი იქნებდა, ვიდრე მისი პატრონი.
* საკუთარი ცხოვრების დეტალური ანგარიში
“მე ვჭამე”, “ვარჯიშზე ვარ”, “მოთოვა”, “სტილისტთან შევიარე” – ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, ვინმეს აინტერესებს თქვენი ჩვეული დღის განრიგი. იგივე შეიძლება ითქვას შვებულების მოჭარბებულ ფოტოებზე, ბრიყვული მინაწერით: “აქ ისე განსხვავებულად ჩადის მზე!” გვერწმუნეთ, მსგავსი ბანალური რომანტიზმი ბევრისთვის უბრალოდ გამაღიზიანებელია.
* სელფი ცნობილ ადამიანებთან ერთად
ზოგჯერ შეიძლება, მაგრამ მუდმივად ცნობილ ადამიანებთან ფოტოს გადაღება – ზედმეტად ვულგარულია და პროვინციალიზმს ემსგავსება.
* ზედმეტად იმპროვიზირებული ფოტოები
ბოლო დროს ისეთი ენტუზიასტებიც გამოჩდნენ, ვისაც სმარტფონის კამერა აღარ აკმაყოფილებს და “პროფესიონალურ” ფოტოსესიებს აწყობს ფოტოგრაფებთან. კარგად დადგმული პოზები, ჯადოსნური ფოტოშოპი, დიდი ხნით ადრე შერჩეული ლოკაციები და რაც მთავარია, ყალბი, აბსოლუტურად ბრიყვული მზერა – და ეს ყველაფერი ფოტოსერიაში, რომელსაც როგორც ჩანს, “The End” არასდროს ექნება.
* ფოტო სპორტული დარბაზიდან
სანამ საკუთარი ფიგურით მოიწონებთ თავს, მანამდე დარწმუნდით მართლა ასეთი “აპოლონი” ხართ, თუ მხოლოდ თვითონ გეჩვენებათ ასე?!
* გაცნობის მცდელობა
მიმზიდველ გოგონაზე თავდასხმა და ფოტოს ქვეშ ტკბილი ქათინაურით ან ყალბი კომენტარით მასიდან გამოყოფის მცდელობა იდუმალ ეროტომანს უფრო ახასიათებს, ვიდრე საკუთარ თავში დარწმუნებულ ჯელტმენს. თუმცა, თვითონ უკეთ იცით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით.
* უკბილო ხუმრობა
ხუმრობას ნიჭი უნდა, იუმორის გრძნობა – ბუნების საჩუქარია. თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე, უკეთესია საერთოდ თავი შეიკავოთ სამეგობროში პოპულარული ოხუნჯობების საჯაროდ გამოქვეყნებისგან.