LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი, რაზეც საქართველო ფიქრობს, გამარჯვებაა

19

ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, გამარჯვებაა, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა მილტონ ჰეიგიმ განაცხადა.

შაბათს „ბორჯღალოსნები“ ტესტ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე იაპონიას დაუპირსპირდებიან.

”ნებისმიერი ტესტ მატჩისთვის განსაკუთრებიულად ვემზადებით. გვყავს ახალი მწვრთნელები, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან, ვიბრძოლებთ განსაკუთრებულად. ვეცდებით, ის რაც ჩაფიქრებული გვაქვს, გადმოვიტანოთ მოედანზე. ერთადერთი ხვალინდელი თამაშისთვის რაზეც ვფიქრობთ, ეს გამარჯვებაა”, – განაცხადა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.

14937228_1175625715867859_9169493486402325097_n

საქართველოს ნაკრების კაპიტნის მამუკა გორგოძის თქმით, საქართველოსთან მატჩში იაპონიაც და სამოაც ფავორიტები არიან, თუმცა საქართველო არაფრის დათმობას არ პირებს.

”იაპონია არის ძლიერი გუნდი, რთული მოწინააღმდეგეა. თამაში იქნება ძალიან დაძაბული. ჩემი გადმოსახედით იაპონიაც და სამოაც ითვლებიან ფავორიტებად, მაგრამ საქართველოში არაფრის დათმობას არ ვაპირებთ”, – განაცხადა გორგოძემ.
მანვე კომენტარი გააკეთა მერაბ კვირიკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, კვირიკაშვილი არის სპორტული შემართებით.
”მეკო კარგად არის, არის სპორტული შემართებით, გრძნობს რომ მთელი საქართველო გვერდში უდგას და მას გვერდში დგომა სჭირდება, რადგან ძალიან სამწუხარო ამბები გადახდა”, – განაცხადა გორგოძემ.

საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას დაუპირსპირდება, 26 ნოემბერს კი, სტუმრად შოტლანდიას შეხვდება.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები