საავტომობილო კომპანიებმა ჩინეთიდან სერიოზული ტემპები აკრიფეს და გაჩერებას არ აპირებენ. ისინი რეგულარულად უშვებენ სულ უფრო მეტ ახალ მანქანას, თანაც უთვალავი სახელწოდების ბრენდის ქვეშ.
მაგალითისთვის, მხოლოდ ბოლო პერიოდში გასაჯაროვდა ძალიან ხელმისაწვდომი ელექტრონული სედანი და ერთდროულად ორი „ელემენტიანი“ კუპე-კროსოვერი, საკულტო ყველგანმავალმა 60 წლის განმავლობაში პირველად შეიცვალა თაობა, კონვეიერზე კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი კროსოვერის შთამომავალი დადგა.