LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ატარებენ ბრიტანელი ჯენლტმენები კოსტიუმს

24

თანამედროვე კოსტიუმის ”წინაპარი” სწორედ ბრიტანელმა დიზაინერებმა შეკერეს პირველად მე-19 საუკუნეში. მართალია, გარდერობის ამ ელემენტს დღეს იტალიისა და გერმანის საუკეთესო მოდის სახლებიც ქმნიან, მაგრამ, სწორედ ბრიტანული კოსტუმი ითვლება ხარისხისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლოდ.

მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი ჯეიმი დორნანი კლასიკურ კოსტუმს არა მარტო პერანგებთან, არამედ ჩვეულებრივ მაისურებთან და სვიტერებთან ერთადაც ატარებს.

მოდელი დევიდ განდი, რომელიც კოსტიუმების სიყვარულით და დახვეწილი გემოვნებითა ცნობილი, კოსტუმის მოხდენის საკუთარი სტილი აქვს, როგორც წესი ის კოსტუმს არა ჟილეტთან, არამედ კარდიგანთან ერთად ატარებს.

ბლოგერი და დიჯეი ჯეკ გინესი უპირატესობას კუბოკრულ პიჯაკებს და ჰალსტუხის გარეშე, ორ ღილზე შეხსნილ პერანგებს ანიჭებს.

მსახიობი ლუკ ევანსი ძირითადად ლურჯ ფერებში ირჩევს კოსტიუმს და აუცილებლად ჟილეტთან ერთად ატარებს.

მსახიობს იდრის ელბას ძალიან უყვარს საქმიანი კოსტიუმი და რაც მთავარია, ყოველთვის ძალიან უხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები