„სელტიკმა“ შოტლანდიის ლიგის თასი და ისტორიაში მე-100 ტურნირი მოიგო.
ქვეყნის ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩში გლაზგოელები „აბერდინზე“ უკეთესები აღმოჩნდნენ – 3:0. „თეთრ-მწვანეთა“ შორის გოლები ტომ როგიჩმა, ჯეიმს ფორესმა და მისა დემბელემ (პენალტით) გაიტანეს.
„სელტიკმა“ ლიგის თასი მე-15-ედ მოიგო და ამით ისტორიაში მე-100 ტურნირის გამარჯვება გაიფორმა.
მეასე ტიტული „სელტიკმა“ დაარსებიდან 129 წლის შემდეგ დაიპყრო.
შოტლანდიის ჩემპიონატშიც ბრენდან როჯერსის გუნდი პირველ ადგილზეა.