LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა ერთის საჭეების ევოლუცია ერთ ვიდეოში გაერთიანდა

64

არხმა Donut Media-მ მოამზადა ვიდეომ, რომელშიც ”ფორმულა ერთის” ავტომობილების საჭეების ევოლუცია წარმოადგინა. რგოლში 1950-2014 წლების პერიოდის ყველა ის საჭე მოხვდა, რომლებიც ყველაზე ცნობილ მრბოლელებს უმართავთ, მაგალითად: სტირლინგ მოსს, გრემ ჰილსს, აირტონ სენას, მიხეილ შუმახერსა და სხვებს.

სასტარტო წერტილად 1957 წლის საჭე გამოიყენეს, რომელსაც მოსი აქვს ამოტვიფრული.

საინტერესოა, რომ 1980 წლამდე სარბოლო ავტომობილების საჭე ”ცარიელი” იყო, მრგვალი ფორმა კი შემდეგ ათწლეულში მიიღო.

დღეისათვის ”ფორმულა ერთის” ბოლიდების საჭეები რთულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ, რომელსაც დიდი რაოდენობით გადასართავები აქვს. მათი საშუალებით სხვადასხვა აგრეგატები იმართება და საჭიროების შემთხვევაში მრბოლელს წყალიც კი მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები