კბილების ამოჭრა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ნიშანია.
ზოგჯერ კბილები პრობლემების გარეშე ამოდის, ზოგჯერ კი თან ახლავს მადის დაქვეითება, გაძლიერებული ნერწყვდენა, ჭირვეულობა, ცხელება. უმეტეს ჩვილებში პირველი კბილების ამოჭრა 6-7 თვის ასაკში ხდება, თუმცა პირველი კბილი შესაძლებელია უფრო ადრე ან უფრო გვიან(12 თვის ასაკშიც კი) ამოვიდეს. 2-3 წლის ასაკისათვის ბავშვს 20-ამდე სარძევე კბილი უნდა ჰქონდეს. ხოლო 6-12 წლის ასაკში ისინი ეტაპობრივად მუდმივი კბილებით უნდა ჩანაცვლდნენ. სწორად და დროულად ამოჭრილი სარძევე კბილები ბავშვის სახის ფორმირებას და ჯანსაღი მუდმივი კბილების სწორ ამოჭრას უზრუნველყოფს. როგორც წესი პირველად ქვედა ყბის ცენტრალური 2 კბილი გამოჩნდება ხოლმე, შემდეგ ზედა ცენტრალური და მას გვერდითი კბილები მიყვება.
მოერიდეთ წვენების და შაქრის შემცველი სითხეების ღამის საათებში მიცემას, ვინაიდან კარიესის დიდ რისკს ქმნის. არ გამოიყენოთ ბავშვის კბილების გასახეხად მოზრდილთა კბილის პასტა. ნებისმიერ ასაკში ბავშვს თავისი ინდივიდუალური ჯაგრისი უნდა ჰქონდეს, რომელიც ჰიგიენური ნორმების დაცვით იქნება შენახული და თვეში ერთხელ მაინც გამოიცვლება ახლით. ნერწყვის მოსაწმენდად არ გამოიყენოთ ქაღალდი. აუცილებელია, რეგულარული, წელიწადში ერთხელ ვიზიტი პედიატრთან ან სტომატოლოგთან პირის ღრუსა და კბილების მდგომარეობის შესაფასებლად.
გაძლიერებულ ნერწყვდენას ვერაფრით შეაჩერებთ, ამიტომ მუდამ მზად გქონდეთ სუფთა, რბილი ნაჭერი, რომლითაც ნაზად და ფრთხილად მოწმენდთ ნიკაპს, რათა კანის გაღიზიანება თავიდან აიცილოთ
სითხის შემცველი საღეჭი რგოლების გამოყენებას უმჯობესია უბრალოდ რეზინის სპეციალური რგოლების მიცემა. მათი წინასწარ მაცივარში გაციება ძალიან კარგ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მოგცემთ;
თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, არ შეწყვიტოთ, გააგრძელეთ. ამით მას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანთ; გაუხეხეთ და გაუწმინდეთ თქვენს შვილს თუნდაც ის ერთადერთი პირველი კბილიც კი. არ დაგავიწყდეთ რეგულარული, წელიწადში ერთხელ მაინც ვიზიტი ექიმ პედიატრთან ან სტომატოლოგთან მიზანმიმართულად პირის ღრუსა და კბილების მდგომარეობის შესაფასებლად.