2 ივლისს, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ლაშა რამიშვილის ახალი სიმღერის „გამოდი“ პრემიერა შედგა.
ლაშა რამიშვილი: ეს არის გოჩა ბორაშვილის, კახელი მუსიკოსის სიმღერა. მისი ეს სიმღერა, კარგა ხნის წინ, სუფრასთან მოვისმინე, მომეწონა და ვუთხარი, თუ შეიძლება, ამ სიმღერას გავაკეთებ-მეთქი. გოჩაც დამთანხმდა.
მივაკითხე ცირა ბზიშვილს, რომელმაც უზარმაზარი შრომა გასწია. ლამაზად, ბედნიერად, თბილად და ტკბილად ჩავწერეთ ეს სიმღერა.
ძალიან დიდი მადლობა ნანა ცინცაძეს, რომელმაც ზუსტად 5 წუთში შეაკოწიწა ტექსტი. საკმაოდ ლამაზი და დასამახსოვრებელი ტექსტია.
ლაშა რამიშვილი – გამოდი
გადაცემის აუდიოჩანაწერი