LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2609
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:00-დან 17:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კამათი და აქტუალური საკითხების განხილვა, რადგან ურთიერთგაგების არ არსებობის ფონზე მაღალია არასწორად გაგების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მოლაპარაკებების და მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა, ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი თხილით და ზღვის პროდუქტით. აკონტროლეთ სასმელის და საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ელენთას და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, წითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისა და ფიზიკური დატვირთვისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები