LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინი გაძვირდა, საწვავის მოხმარება კი შემცირდა

65

საწვავი იმ ერთადერთ ქსელშიც გაძვირდა, რომელშიც ბოლო კვირის განმავლობაში ფასები არ დაკორექტირებულა.

მსოფლიო ბირჟაზე საწვავის ფასის ზრდა უკვე “ლუკოილმაც” ასახა და პროდუქტებზე ფასები 5 თეთრით გაიზარდა.

დაკორექტირებული ფასები ლუკოილის ქსელში ახლა ასე გამოიყურება:

ევრო სუპერი 1.94
პრემიუმ ავანგარდი 1.84
ევრო პრემიუმი 0.00
ევრო რეგულარი 1.64
ევრო დიზელი 1.69

 

ფასების ზრდა საქართველოში არსებულმა ნავთობის მსხვილმა იმპორტიორებმა ამ კვირაში დაიწყეს. ამის მიზეზად ისინი მსოფლიო ბირჟაზე არსებულ ფასებსა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ.

“სოკარში” რეგულარის ფასი 1.74  ლარია; დიზელი (50ppm და მეტი)1.67; პრემიუმი 1.94  ლარი;  ევრო დიზელი 1.85;  სუპერი 2.09; ევრო რეგულარი კი 1.79 ლარი.

“გალფში” G Force პრემიუმის ფასი დღევანდელი 1,94 ლარია. G force ევრო 1, 84 ლარი, ”ევრო რეგულარი” 1,74, ევრო დიზელი კი 1,90 ლარი.

“ვისოლში” ფასები 4 დეკემბერს 4–დან 5 თეთრამდე გაიზარდა. ეკო სუპერის შეძენა ქსელში 2.09 თეთრად შეგიძლიათ, ეკო პრემიუმის 1.94 თეთრად; ეკო რეგულარი 1,84 ღირს, ევრო დიზელი 1,78; ევრო რეგულარი 1,74; დიზელი 1.70 ხოლო გაზი 1.20 თეთრად შეგიძლიათ შეიძინოთ.

აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნოემბერში საწვავის იმპორტი შემცირდა:

„მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი დადიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  100,8 ათასი ტონა, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 14,8 ათასი ტონით ნაკლებია.  მათ შორის, ბენზინის საწვავი სიმპორტმა შეადგინა  42,4  ათასი ტონა (კლება 14,3 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 58,4 ათასი ტონა (კლება  0,5 ათასი ტონით) .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები