LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში სექს-კინოთეატრები გამოჩნდება

49

ესპანეთში სულ მალე სექს-კინოთეატრები გამოჩნდება. რამდენიმე დღის წინ ლონდონმა საინტერესო კონფერენციას „სიყვარული, სექსი და რობოტებს“ უმასპინძლა, სადაც ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი პროექტი წარმოადგინეს. იდეის ავტორთა ინფორმაციით, სიახლე იქნება ვირტუალური რეალობის კინოთეატრი, სადაც ფილმის ყურებასთან ერთად სხვა გრძნობებიც გააქტიურდება. იმისათვის, რომ მაყურებელმა თავი განვითარებული სცენის ნაწილად იგრძნოს – სავარძლები ვიბრირებას დაიწყებენ, 3D გამოსახულება და ძლიერი აუდიოსისტემა კი ყველაფერს უფრო რეალურს გახდის. უფრო მეტიც, ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ მაყურებელი სხეულზე შეხებასაც კი იგრძნობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები