LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაც კი გამოვდიოდი, ახალგაზრდებისგან ყოველთვის მესმოდა რეპლიკა „ფარშევანგი იმღერეთ“, ამიტომ გადავწყვიტე, თანამედროვე ინტერპრეტაციით გამეკეთებინა ეს სიმღერა“ – მანანა თოდაძე

166
მანანა თოდაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს მანანა თოდაძე სტუმრობდა. მომღერალმა მსმენელს სიმღერის „ფარშევანგი გალიაში“ ახალი ვერსია წარუდგინა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

ქალბატონო მანანა, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

საერთოდ, მე არ ვჩერდები, ყოველთვის ვაკეთებ ახალ ნამუშევრებს და ახლა, ძველი სიმღერების ახალი ვერსიების ჩაწერა დავიწყე. იმდენად ლამაზი მელოდიები იწერებოდა ადრე, ის სიმღერები აბსოლუტურად ყველა ჰიტია. მინდა, ახალგაზრდობამაც შეიყვაროს ის სიმღერები და ვცდილობ, განვაახლო.

ზოგადად, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს მსმენელს და მაყურებელს, რომ არა ისინი, მე არავინ ვიქნებოდი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პიესებსაც წერთ, ამ კუთხით თუ არის რაიმე სიახლე?

მინდა, ჩემი პიესის მიხედვით მიუზიკლი დავდგა. ძალიან საინტერესო სიუჟეტია. დაწერილი მქონდა იგავ-არაკი და მერე გავაკეთე სცენარი.

მოგვიყევით ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს ძალიან პოპულარული სიმღერაა. წლებია ეს სიმღერა მოდის, მაგრამ სულ ერთხელ მაქვს ნამღერი. რატომღაც, ბოლო პერიოდში ახალგაზრდობამ აიტაცა. სხვათა შორის, სადაც კი გამოვდიოდი, ახალგაზრდებისგან ყოველთვის მესმოდა რეპლიკა „ფარშევანგი იმღერეთ“, ამიტომ გადავწყვიტე, თანამედროვე ინტერპრეტაციით გამეკეთებინა ეს სიმღერა და ცირა ბზიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი ვერსია. ეს არის ქეთინო შიხაშვილის სიმღერა მორის ფოცხიშვილის ლექსზე.

მანანა თოდაძე – ფარშევანგი (2024 ვერსია)

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები