LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში „ღვინის ქალაქს“ ააშენებენ

37

იტალიაში „ღვინის ქალაქს“ ააშენებენ. პროვინცია ტრევიზო ზაფხულის სეზონს ახალი პროექტით – „Wine town”-ით შეხვდება. უნიკალური პროექტის ორგანიზატორი ცნობილი მეწარმე ფრანკო მალენოტი გახდა და მისი საშუალო ღირებულება 10-12 მილიონი ევრო იქნება. ახალი ტურისტული ობიექტი 6 600 კვ.მ-ის ფართობზე მდინარე სილეს სანაპიროზე განთავსდება.

ღვინის ქალაქის დასათვალიერებლად მისული სტუმრები გაეცნობიან რეგიონის პროდუქციას, გაიგებენ ადგილობრივი ღვინის წარმოების დეტალებს და რა თქმა უნდა, ყველაფრის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. გარდა ამისა, გაიმართება ლექციები, სემინარები და ძალიან საინტერესო გამოფენები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები