LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა იმდენად მიყვარს… მინდოდა, განახლებული ვერსია გამეკეთებინა, რომ კიდევ და კიდევ უფრო უკვდავი გამხდარიყო“ – ინდირა ჯგერნაია პრემიერით „არ დაიდარდოში“

378
ინდირა-ჯგერნაია

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ინდირა ჯგერნაია სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერის „მოლოდინი“ ახალი ვერსია წარუდგინა.

ინდირა, მოგვიყევი სიმღერაზე „მოლოდინი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა იმდენად მიყვარს… „ჯეოსტარზე“, ჯერ კიდევ 2010 წელს, გვქონდა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ტური და მაშინ მე არ შემხვდა ეს სიმღერა, თუმცა ბატონმა ვაჟამ საუკეთესო ხუთეული რომ დაასახელა, მეც მოვხვდი იმ ხუთეულში.  შემდეგ, კულისებში თავისი კრებული და დისკი გადმოგვცა და მახსოვს, ვთხოვე, თუ შეიძლება, რომ ეს სიმღერა ჩავწერო და როგორც მომღერალმა შევასრულო-მეთქი. ისე ჩამეხუტა, მაკოცა და მომეფერა, რომ ასმაგი პასუხისმგებლობა გამიჩნდა ამ სიმღერის მიმართ. მინდოდა, ამ სიმღერის განახლებული ვერსია გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ კიდევ და კიდევ უფრო უკვდავი გამხდარიყო.

ინდირა ჯგერნაია – მოლოდინი (Remix 2024)

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები