LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის გულამდე გზა კუჭზე გადის

26

ქალის გულამდე გზა კუჭზე გადის. როგორც ჩანს, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება მხოლოდ მამაკაცებს არ ეხებათ და გემრიელი საკვების მიმართ გულგრილნი ვერც სუსტი სქესის წარმომადგენლები ვერ რჩებიან. ამ საკითხს ამერიკელი მეცნიერები რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდნენ. მათ სხვადასხვა სქესის სტუდენტებს საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ მშიერი ადამიანები, მიუხედავად მათი სქესისა, რომანტიკაზე უარყოფითად რეაგირებდნენ. საჭირო კალორიების მიღების შემდეგ კი მათი გრძნობები უკეთესობისკენ იცვლებოდა და სიყვარულისთვისაც მეტ მზაობას აჩვენებდნენ. მედიკოსებმა ასევე დაადგინეს, რომ ადამიანის განწყობაზე განსხვავებული საკვები განსხვავებულად მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები