LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა მამაკაცებისთვის სასარგებლოა

29

ამერიკელი ექსპერტების დასკვნით მამაკაცებისთვის ყავა ისეთივე სასარგებლოა, როგორც პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები.

ექსპერიმენტის მსვლელობისას, მეცნიერებმა 4 000-ზე მეტი მამაკაცის მონაცემები შეისწავლეს და ყურადღება მათ ჯანმრთელობაზე გაამახვილეს. მოგვიანებით კი, დაინტერესდნენ, თუ რამდენად ხშირად მიირთმევდნენ ისინი ყავას და ჰქონდათ თუ არა პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში.

ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავა საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. რაც მთავარია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ყავას მიირთმევთ: იქნება ეს ესპრესო, ლატე თუ ამერიკანო, მთავარია ყავა ნატურალური იყოს და შეიცავდეს კოფეინს, რომელსაც ემოციონალურ მდგომარეობასთან ერთად სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა. მათი მტკიცებით, ყავის მირთმევა ქალბატონის კომპანიაში დიდი ალბათობით ინტიმური ურთიერთობით დასრულდება, რადგან კოფეინი ქალებშიც საკმაოდ სწრაფად აღვიძებს სექსუალურ სურვილებს.